7-8 აპრილს, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს.
გარდა ამისა, დაგეგმილია აპატურაის სტუმრობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
ნატოს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი მარტის ბოლოს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გამო ის რამდენიმე დღით გადაიდო.