სანაპიროზე, რესტორან "თაღლაურასთან" ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
"ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქ ავტომანქანას ავტობუსი შეეჯახა. შედეგად მძიმედ დაშავდა მანქანაში მჯდომი ქალი, რომლის მანქანიდან გამოყვანაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი.
დაზარალებული ამ დროისთვის პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდართა დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.