გერმანიის დასავეთ ნაწილში აშშ-ს მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. Associated Press-ის ინფორმაციით, პილოტი ჰოსპიტალიზირებულია.
ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, რომ მოიერიშე A-10 „Thunderbolt" ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით ბონის სამხრეთით, დასახლებულ პუნქტ ლაუფელდთან, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოვარდა.
ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი ქალაქ შპანდგალენში იყო ბაზირებული.