3 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 4 აპრილს მინისტრი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ტრინიდად ხიმენეს გარსია ერერას, ხოლო 5 აპრილს - ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინეს შეხვდება.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.