"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, მაჟორიტარების არსებობას აზრს ხელისუფლება უკარგავს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილთან განხილვისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროდან რეფერალური პროგრამის დაფინანსების განხილვის საკითხის მთავრობაში გადასვლამ მათი თითქმის გაუქმებამ გამოიწვია.
"ადრე თქვენს მაჟორიტარებს ის მოვალეობა მაინც ჰქონდათ, რომ მათი ბიუროები დასაქმებული იყვნენ, რომ მოქალაქეებისგან რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თხოვნებს იღებდნენ. ახლა ესეც გააუქმეთ, ამიტომ მაჟორიტარების არსებობის საჭიროებას აზრს, თავად ხელისუფლებამ დაუკარგა და ისინი საქმის გარეშე დატოვა", - აღნიშნა ვეფხვაძემ.