მანიფესტანტები, რომლებიც ამერიკელი მღვდელის მიერ ყურანის დაწვას აპროტესტებდნენ, ქალაქ მაზარი-შარიფში გაეროს შენობას თავს დაესხნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.
წინასწარი მონაცემებით, გაეროს ორი თანამშრომელი მოკლულია, ხოლო სამი დაჭრილია. მოკლულთა შორის, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეც იყოს, რომელიც ადრე ავღანეთში რუსეთის საელჩოში მუშაობდა.