ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შეიარაღებული ძალები ქალაქ მისრატას ცენტრში შეიჭრნენ და მის ინტენსიურ დაცხრილვას აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" აჯანყებულების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ისინი იყენებენ ტანკებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს და სხვა იარაღს. ეს იყო არამოწესრიგებული და ინტენსიური დაცხრილვა. ამ ადგილს ვერ ვცნობთ. ნგრევა აღწერას არ ექვემდებარება", _ ციტირებს სააგენტო აჯანყებულების წარმომადგენელს.
სააგენტო "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ ინფორმაციას დაცხრილვების შესახებ. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე.