ამერიკელი ჟურნალისტი ტედ ტერნერი, კენიელი ინჟინერი ევანს ვაგონდო და ბრიტანელი ფიზიკოსი ტიმოტი ბერნერსი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მიიღეს პრემია, სახელწოდებით "ადამიანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა".
აღნიშნული პრემია ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდეტის მიხეილ გორბაჩოვის მიერ არის დაფუძნებული. სავარაუდოდ, იგი ყოველწლიური გახდება.
აღნიშნული პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ინგლისში, სამეფო ალბერტ-ჰოლში გაიმართა, სადაც ასევე იქნა აღნიშნული მიხეილ გორბაჩოვის მე-80 წლისთავი.