თურქეთი ქვეყნიდან დიდი ხნის წინ გატანილი ისტორიული ფასეულობების დაბრუნებას ცდილობს.
ბოლო დროს თურქეთში სებეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ძვირფასი ნივთები დაბრუნდა. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ინფორმაციით, აპრილ-მაისში თურქეთში სახელგანთქმული სფინქსი დაბრუნდება, რომელიც საზღვარგარეთ 1917 წელს გაიტანეს.
სფინქსი ხეთების უძველეს ქალაქ ბოგაზ-კეიში, ამჟამად მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში ინახებოდა. მის დასაბრუნებლად მოლაპარაკებები 1940 წლიდან მიმდინარეობდა. ასწლიანი განშორების შემდეგ ცნობილი სფინქსი თურქეთის მიწას დაუბრუნდება.
თურქეთის უწყებები დიდ ძალისხმევას იჩენენ, რათა სხვა ქვეყნებში გაბნეული ხელოვნების ნიმუშები სამშობლოში დააბრუნონ. ცოტა ხნის წინ1485 წელს მოჭრილი მონეტები სერბეთიდან თურქეთში დაბრუნდა, ასევე, თურქებმა დიდი ბრიტანეთიდან ხელოვნების 17 ნიმუში წამოიღეს.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის თქმით, დადგება დრო, როცა ყველა საუნჯე მშობლიურ მიწას დაუბრუნდება.
ამ ისტორიულ ნივთებს ანკარაში მდებარე ანატოლიის ცივილიზაციის მუუზეუმსა და სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენენ.