გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა მარცხენა მუხლის მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Die Welt იტყობინება.
ოპერაცია ბერლინის შარითის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა. ოპერაციის შემდეგ ანგელა მერკელი სახლში დაბრუნდა და დღეს უკვე შინიდან გააგრძელა მუშაობა. ამის შესახებ ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა.
კვირას გერმანიის კანცლერი ჰანოვერის ბაზრობას ესტუმრება. გაზეთის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მერკელი ბაზრობაზე ყავარჯნის გარეშე მივა.
ზიბერტი ირწმუნება, რომ მენისკის ოპერაციას სააღდგომო არდადეგებთან დაკავშირებით მერკელის გეგმა არ შეუცვალია.