დღეს, 1-ელ აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა შეისყიდა 10 მლნ. აშშ დოლარი. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს.
სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7027 შეადგინა.