„დემოკრატიული მოძრაობა" მიესალმება ქვეყანაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის გააქტიურებას.
სახალხო დამცველის ბოლოდროინდელ ანგარიშებში აშკარად იკვეთება საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაკეთებული ობიექტური დასკვნებისა და შეფასებების სულ უფრო მზარდი ტენდენცია.
„დემოკრატიული მოძრაობა" ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ სახალხო დამცევლის ინსტიტუტის ობიექტური ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული უმძიმესი რეალობის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობის ინფორმირებულობას.