დიდ ბრიტანეთში ვიზიტად მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ბრიტანეთში საკუთარ კოლეგასთან_ დევიდ კემერონთან უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭომ ლიბიასთან მიმართებით საკუთარი დაპირება არ შეასრულა. ამასთან, ნატოს სამხედრო ოპერტაციასთან დაკავშირებით, ერდოგანმა აღნიშნა, რომ ალიანსი ურთულესი გამოცდის წინაშეა.
"არ უნდა გადავაქციოთ ლიბია ავღანეთად,_განაცხადა ერდოღანმა.
გარდა ამისა, მან კატეგორიული წინააღმდეგობა გამოთქვა ლიბიელი ოპოზიციონრებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ კოლეგასთან_დევიდ კემერონთან შეხვედრა გამართა. ამასთან, ერდოღანი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მიიღო.