დაეხმარება თუ არა აშშ ლიბიის ოპოზიციას იარაღით - ეს თემა აშშ-ში მწვავე დებატების საგანი ხდება. მას შემდეგ რაც სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოწერა საუდუმლო ბრძანებას ლიბიის ოპოზიის დახმარებასთან დაკავშირებით.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჯეიმს სტეინბერგი კითხვებს პასუხობდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მოუხდა ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა თუ რატომ დაიწყო პრეზიდენტმა ობამამ ეს ომი კონგრესთან შეუთანხმებლად მაშინ როდესაც საერთაშორისო დონეზე მან ეს მოლაპარაკებები აწარმოა.
"ჩვენი სამხედრო ინტერვენციის მიზანი არ იყო ვინმეს მხარეეს ყოფნა. ჩვენ იქ არა ლიბიის ეროვნული საბჭოს დასახმარებლად არამედ ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად შევედით. მაგრამ უფრო სტრატეგიული მიზანი დემოკრატიული გარდაქმნაა. საბჭო ამბობს, რომ მისი მიზანია დემოკრატიული გარდაქმნა. მე მესმის, რომ ეს სიტყვების გარდა ფაქტებითაც უნდა იყოს გამყარებული ამიტომ ვაპირებთ მათთან ახლოს მუშაობას. მოლაპარაკებები ლონდონში უკვე დაიწყო", _ განაცხადა სტეინბერგმა.