დილიდან ტოკიოს ზოოპარკის წინ უზარმაზარი რიგებია. მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებული მოსახლეობა ზოოპარკში გიგანტური პანდების სანახავად მიეშურება.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განმარტებით, დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას პანდების ნახვა უფასოდ შეეძლება.
გიგანტური პანდები ტოკიოში თებერვალში ჩაიყვანეს.
ამჯერად ვოლიერებთან სამი ათასზე მეტი ადამიანი ტკბება პანდების სიმშვენიერით.