მუამარ კადაფი კოალიციის ძალებს ახალი ჯვაროსნული ომის შესახებ აფრთხილებს. ლიბიის ლიდერმა წერილობითი მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ დასავლეთმა ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ომი გააჩაღა, რომელიც შესაძლოა უმართავი გახდეს.
ლიბიის ტელევიზიამ მუამარ კადაფის აუდიო მიმართვა ბოლო დროს რამდენჯერმე გადასცა, რადგან ლიდერი ტელეკამერების წინ აღარ ჩნდება. პარალელურად ლონდონში მისი რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი მუჰამედ ისმაილი ჩავიდა, რომელმაც ფარული მოლაპარაკება გამართა ბრიტანეთის მთავრობასთან.