რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შს სამინისტროს 10 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხელმოწერილი ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე დღეს დილით გამოქვეყნდა.
ყველა გათავისუფლებული რუსეთის სხვა და სხვა რეგიონის პოლიციის სამმართველოებში ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა თანამდებობიდან შს სამინისტროს ათობით თანამდებობის პირი დაითხოვა. კრემლის ინფორმაციით, წმენდა სტრუქტურაში შს რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. ყოფილმა მილიციელებმა პოლიციაში მუშაობის დასაწყებად ატესტაცია ხელახლა უნდა გაიარონ.