ბოლო ორ დღეში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს ავღანეთში 6 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ ნატოს წარმომადგენელმა "ნიუ იორკ თაიმსს" განუცხადა. კოალიციამ ოპერაციები ბოლო ორ დღეში პაკისტანის საზღვართან, კუნარის პროვინციაში განახორციელა.