იაპონიაში მომატებული რადიაციის ფონი მიწისქვეშა წყლებზეც აღმოჩნდა. როგორც TEPCO იუწყება, რადიაციის მიწისქვეშა წყლებზე გავრცელების მიუხედავად, სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება არ არის. თუმცა, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, თუ მთავრობამ სასწრაფოდ არ მიიღო ზომები მიწისქვეშა წყლების დაბინძურების აღსაკვეთად, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სასმელ წყალს. ასევე რადიაცია გავრცელდება მდინარეებზეც.
ტოკიოს ენერტგეტიკული სამსახურის განცხადებით, რადიაციის მიწისქვეშ გაჟონვა ატომური რეაქტორების შეკეთებას გაცილებით უფრო გაართულებს. TEPCO - მ აშშ-ს გიგანტური ტუმბოები შეუკვეთა, რომელიც გამაგრილებელი სისტემის რეაბილიტირებას შეუწყობს ხელს.
ფუკუშიმა დაიიჩიზე რადიაციის დონე 10 000-ჯერ მაღალია. CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფუკუშიმას პრეფექტურიდან ევაკუირებული ადამიანები სახლში რამდენი თვე შეიძლება ვერ დაბრუნდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, რეაქტორიდან 40 მილის მოშორებით, რადიაციით ძროხა მოკვდა.
შეგახსენებთ, რომ ფუკუსიმას ატომური ელექტროდგური 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ დაზიანდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიებს 11 500 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 16 400 დღემდე დაშავებულად ითვლება.