საქართველოში შვედეთის საელჩო გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა შვედეთის ელჩმა საქართველოში დიანა ჯეინსმა და თბილისში ვიზიტად მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა მიიღეს.
საელჩოს გახსნას სპეციალური ღონისძიებაც მიეძღვნა, რომელსაც უცხოელ სტუმრებთან ერთად ქართველი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.
სტუმართა შორის იყვნენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში შვედეთის საელჩოს არსებობა ორ ქვეყანას შორის პილიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
კარლ ბილდტი ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან.