დღეს, 1-ელ აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა ინოვაციური პროექტებისა და საინტერესო იდეების კონკურსთან დაკავშირებული პრეზენტაცია. კონკურსის მიზანია პერსპექტიული ინოვაციური პროექტებისა და იდეების გამოვლენა, რომლებიც მიიღებს მხარდაჭერას - შემდგომი სრულყოფისა და განხორციელების მიზნით.
მოწონებული პროექტების ავტორებს გაეწევათ კონსულტაციები როგორც ბიზნესგეგმების შემუშავებასა და საავტორო უფლების მოპოვების საქმეში, ისე იურიდიულ, ეკონომიკურ, მათემატიკურ, პროგრამული სისტემების შექმნის საკითხებზე. შეირჩევა პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარსადგენად.
გარდა ამისა, გაიმართება მეორე პროექტის პრეზენტაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს კონკურსს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების გამოსავლენად. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები გაწევრიანდებიან სტუ-ის "შემოქმედთა კლუბში". შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, წახალისების სისტემა.