დღეს, 1-ელ აპრილს, 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეონარდო და ვინჩის ბიუსტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. ქანდაკება უნივერსიტეტს საჩუქრად რომუალდო დელ ბიანკოს საგანმანათლებლო ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
რომუალდო დელ ბიანკოს საგანმანათლებლო ფონდი თსუ-ის პარტნიორი ორგანიზაციაა, რომლის საგანმანათლებლო პროგრამებში თსუ-ის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ. ფონდის ორგანიზებით გასულ წელს ფლორენციაში ერთობლივი სემინარი გაიმართა, რომელიც კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.