დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, 14 აპრილამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს პროფესიონალი მხატვრისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, ლადო ასათიანის გამოფენას. გამოფენა 1-ელ აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება. მასზე წარმოდგენილი იქნება ლადო ასათიანის ფერწერული ნამუშევრები.
ასათიანი 1978 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კითხულობს ლექციებს, გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი შრომები, რომელთა შორისაა "ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ფოლკლორული ასპექტი",
მხატვრული კულტურა და ხელოვნების ზოგადთეორიული კვლევა", არის მაგისტრატურის სასწავლო პროგრამების ავტორი, მუშაობდა გემოვნების, როგორც მხატვრული ცოდნის, სპეციფიკის საფუძვლებზე.