შვარცნეგერი კინოში გუბერნატორის სახელით დაბრუნდება.
უკვე გამოცხადდა პირველი კინოპროექტის შესახებ, რომელშიც არნოლდ შვარცნეგერი პოლიტიკიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს მონაწილეობას. სამთვიანი ფიქრის შემდეგ რკინის ანრიმ სატელევიზიო ანიმაციურ სერიალში მონაწილეობის მიღება აირჩია, რომლის სახელწოდებაცაა "გუბერნატორი".
სუპერგმირის სახის შექმნის იდეა კომიქსების ავტორ სტენ ლის ეკუთვნის, რომელიც ადამიანი-ობობას ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევა.
გმირის სახელი ინგლისურ ენაზე სიტყვების "გუბერნატორისა" და "ტერმინატორის" ნაერთია, რაც ტერმინ Governator-ად იკითხება.
შვარცნეგერის გმირს ფრენა და ბრძოლა შეეძლება. იგი ორგანიზაცია G.I.R.L.I.E-ის წინააღმდეგ იბრძვის, რომლის სათაურიც იშიფრება, როგორც "განგსტერები, თვითმარქვიები, რეკეტიორები, ცრუები და გამოუსწორებელი დამნაშავეები". შემოკლებით კი ეს ტერმინი "გოგონას" აღნიშნავს.
მთავარი გმირი თავად არნოლდ შვარცნეგერი იქნება, რომელიც ამ პერსონაჟს გაახმოვანებს. ამასთან, სერიალში რკინის ანრის ცხოვრების პირად დეტალებს გამოყენებენ, რისი წინააღმდეგიც არნოლდ შვარცნეგერი არ არის.