უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ინდოეთის მოსახლეობა 181 მილიონით გაიზარდა და 1, 21 მილიარდი ადამიანი შედგინა. ამის შესახებ "ასოშიედ პრესი" იტყობინება. ამ მონაცემის მიხედვით, ინდოეთის მოსახლეობა მთელი დედამიწის 17 %-ია.
ინდოეთში გოგოებს ნაკლებად აჩენენ და ვაჟების გაჩენას ამჯობინებენ. ამ ფაქტთან ბრძოლის მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ სამშობიარო სახლებს მშობლებისთვის ნაყოფის სქესის გამჟღავნება აკრძალა.
ჩინეთის შემდეგ, მოსახლეობის სიმრავლით, ინდოეთს მეორე ადგილი უჭირავს. 2010 წელს ინდოეთის მოსახლეობამ 1,34 მილიარდი ადამიანი შეადგინა. ექსპერტთა შეფასებით, დროთა განმავლობაში ინდოეთი მოსახლეობის სიმრავლით ჩინეთს გაუსწრებს და მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს.
მოსახლეობის სიმრავლით აშშ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. 2000-იდან 2010 წლამდე აშშ-ის მოსახლეობა 27 მილიონით გაიზარდა. 2011 წლის მონაცემებით, აშშ-ში 313 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უჭირავს. იქ 142,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.