ხვალ, 1-ელ აპრილს, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმენენ.
სხდომაზე დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერი დავით ნინიძე და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დედაქალაქში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
კერძოდ, საუბარი შეეხება თბილისის არქიტექტურა და იერსახეს; მოსახლეობის სოციალური პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს; და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებს.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პარლამენტში 14:00 საათზე გაიმართება.