საქართველოსა და სენეგალის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და დარგობრივ უწყებებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
სენეგალის მხარემ დაადასტურა საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულება და გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გამოითქვა მზადყოფნა მხარეებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებასა და უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ოქმის გაფორმებასთან დაკავშირებით.
სენეგალში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა.