შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თბილისში შეხვედრებს მართავს. ბილტი საქართველოში რამდენინე საათია იმყოფება. მან უკვე გამართა პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძესთან.
ვიზიტის ფარგლებში შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. ერთდღიანი ვიზიტის დასასრულს კი თბილისში შვედეთის საელჩოს გახსნის.
"დღეს უნდა გავსხნათ შვედეთის საელჩო. ეს იქნება ჩვენი პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა მსოფლიოს ამ ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. გარდა ამისა, თბილისში შეხვედრებისას შევეხებით ევროკავშირთან ურთიერთობებს. კერძოდ, იმას, თუ როგორ მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები", - აღნიშნა კარლ ბილდტმა.