"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ძალოვანი მინისტრების მხრიდან დეპუტატების მიერ დასმული კითხვების იგნორირებას აპროტესტებს. ამის შესახებ ცაგარეშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სამთავრობო დებატების შეფასებისას განაცხადა.
"გაუგებარია, რატომ არ შედგა დებატები იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრებთან. ეს მინისტრები არათუ არ წარდგენენ დებატებზე, არამედ დებატებსაც არ დაესწრნენ და პარლამენტში გუშინ, მხოლოდ 14:30 საათამდე იყვნენ. გილაური კლერკი და მერაბიშვილის თანაშემწეა თუ პრემიერი?" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.