ავსტრიის ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, 29 წლის ქალმა ძიუდოისტმა კლაუდია ჰეილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოლიპიადის ვერცხლის მედალოსანი ვენის ცენტრში მე-6 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. როგორც ჰეილის ახლობლები აცხადებენ, მას სერიოზული პრობლემები ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია.