ლიბიის მთავრობის პრესსპიკერმა გავრცელებული ინფორმაცია კადაფისა და მისი ვაჟის ლიბიიდან გაქცეის შესახებ უარყო. მისი თქმით, კადაფები ლიბიაში სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩებიან.
ლიბიაში სამოქალაქო ომი თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ მიმდინარეობს. აჯანყებულები ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის 42- წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.