სეპარატისტული აფხაზეთი მილიციის პოლიციად გარდაქმნას არ იჩქარებს. ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა ლეონიდ დძაპშბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რუსეთში ეს გარდაქმნა უკვე განხორციელდა. ჩვენ კი ჯერ არ ვიჩქარებთ, შევხედავთ რუსეთის გამოცდილებას. თუკი ეს პრაქტიკული შედეგის მომტანი იქნება, ჩვენც დავიწყებთ ფიქრს რეორგანიზაციაზე. თუმცა გადაწყვეტილებას ქვეყნის ხელისუფლება მიიღებს, საზოგადოებრივი აზრისა და თავად შს სამინისტროს აზრის გათვალისწინებით", _ განაცხადა მან.