საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დაცვის სამსახურში უპრეცენდენტო სპეცსაშუალება გამოჩნდა. ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული აქსესუარი, სინამდვილეში ტიტანისა და კევლარისგანაა დამზადებული. ეს მაღალტექნოლოგიური მასალა ფოლადზე ბევრად უფრო გამძლეა.
ქოლგის ღირებულება 10 ათასი ევროა. იგი იოლად უძლებს ქარიშხალს და დანის დარტყმის ან ცხოველთა თავდასხმისგან მფლობელის დაცვა შეუძლია.
თუმცა ფრანგი ინჟინრების გამოგონება ფართო ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა. იგი მხოლოდ სპეცსამსახურებისთვისაა განკუთვნილი.