აჭარის მთავრობა ფერმერებს იაფი კრედიტების მოზიდვაში დაეხმარება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემში სამი კომპანია: - შპს "ფერმერთა სახლი", შპს "აგრო გეოსი" და შპს "ჰერმესი" მოინახულა. ისინი ფერმერებს შხამ-ქიმიკატებს ციტრუსის შესაწამლად სერტიფიცირებულ და ხარისხიან მინერალებს მიაწვდიან.
მთავრობის წარმომადგენლებმა ფერმერებს შესთავაზეს შეღავათიანი კრედიტები წამლების შესაძენად, რათა ხარისხიანი ნაყოფი მიიღონ მისი უკეთ რეალიზაციისთვის.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, სექტემბერ-ოქტომბერში მოეწყობა სანერგე მეურნეობა, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებს სხვადასხვა ჯიშის ციტრუსოვანთა ნერგებით.