იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურაში ატომური ელექტროსადგური ავარიული სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციიდან სრულებით იქნება გამოყვანილი. ეს გაკეთდება მიუხედავად იმისა, რომ ექვსიდან ორი რეაქტორი მიწისძვრასა და ცუნამს არ დაუზიანებია და მათი დახშობა დროულად მოხერხდა. ატომური სადგურის სრულ დახურვას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანიც უჭერს მხარს.
ბურთვულ სფეროში იაპონელი და ამერუკელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებით, ენერგობლოკების დემონტაჟი აუცილებლად მათი სრული გაგრილების და რადიოაქტიური მასალების გამოტანისა და მათი დაფლვის შემდეგ უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, დემონტაჟი შესაძლოა 30 წელს გაგრძელდეს და ტრილიონ იენზე (12 მილიარდი აშშ დოლარი) მეტი დაჯდეს.
ამასთან ერთად, სიტუაცია "ფუკუსიმა-1" ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მძიმდება. სახიფათო ნივთიერებები "საევაკუაციო ზონიდან" გაცილებით უფრო შორს არის დაფიქსირებული, სადგურთან ახლობდებარე ზღვაში კი მათი კონცენტრაცია დანუხრელად იზრდება.