ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო ლიბიის საჰაერო ოპერაციებზე ერთპიროვნულ კონტროლს იღებს. როგორც რასმუსენი განმარტავს, ნატომ ამერიკისგან საჰაერო ოპერაციებზე სრული კონტროლი გადაიბარა. მისი თქმით, ამიერიდან ყველა საჰაერო ოპერაცია ნატოს ბრძანების შემდეგ ჩატარდება.
ოპერაცია სახელად "პროტექტორი" ლიბიის არასაფრენი ზოლის გაკონტროლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვასა და იარაღის ემბარგოს ითვალისწინებს.