პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საიდუმლო ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის ჩამოგდების მიზნით ლიბიის ოპოზიციისთვის დამატებითი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერთან" საუბრისას თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა.
წყაროს თქმით, ეს დოკუმენტი პრეზიდენტის "საორიენტაციო" საბუთად მიიჩნევა და მას ორი-სამი კვირის წინ მოეწერა ხელი.
სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ამ ტიპის საბუთზე ხელმოწერა გადამწყვეტ როლს ასრულებს აშშ-ის ცენტრალური დაზვერვითი სამმართველოს სპეციალური ოპერაციის დასაწყებად.
ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ განიხილავს ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მიზანშეწონილობის საკითხს.
ამერიკული დიპლომატიის მეთაურმა, პენტაგონის მეთაურ რობერტ გეითსთან, ამერიკის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ მაიკლ მალენთან და ნაციონალური დაზვერვის დირექტორ ჯეიმდ კლეპერომთან ერთად დახურული ბრიფინგები გამართა ჯერ სენატისთვის, შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატისთვის. ბრიფინგები ლიბიაში შექმნილ სიტუაციას შეეხებოდა.
შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნების ოპერაცია ლიბიაში სამოქალაქო ომის გამწვავების შემდეგ დაიწყო. კოალიციის ძალები გაეროს რეზოლუციის თნახმად 17 მარტიდან მოქმედებენ.