საქართველოსა და გამბიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფართო სპექტრი და გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელების შესახებ. გამბიის მხარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ოქმს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა გამბიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც დაისახა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
საქართველოს დელეგაციას გამბიის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა.