ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა დიდ ბრიტანეთში გაიქცა და ოფიციალურლ ლონდონს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. BBC-ის ინფორმაციით, კუსამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის პოროტესტის გამო დატოვა.
პარალელურად ლიბიის ოფიციალური მედიასაშეალებები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ მინისტრი საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიით იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადაფისთვის ახლა კუსას გაქცევაზე უფრო მნიშვნელოვანია ამბოხებულების განზრახვა - გაყიდონ ლიბიის ნავთობი. ლიბიის ლიდერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ამბოხებულებთან ითანამშრომლებს სასამართლოს წინაშე წარსდგება.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამბოხებულებს სრული უფლება აქვთ გაყიდონ ნავთობი, მით უფრო იმ პირობებში, რომ მათთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა ყატარის რესპუბლიკამ.