სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. 600-გვერდიან დოკუმენტს, დღესვე გიორგი ტუღუში პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნის.
ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გასული წლის მდგომარეობაა ასახული და როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, ის საკმაოდ კრიტიკულია.
"ამგარიშში საკმაოდ მძიმე შეფასებებია გაკეთებული ციხეებში ჯანდაცვის სისტემის მომსახურების კუთხით. ასევე საუბარია იმაზე, რომ გასულ წელს საპატიმროებში პატიმართა გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა პოლიციის მხრიდან დაკავებულებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტები და პრობლემები, რომლებიც სასამართლო სისტემაში დაფიქსირდა", - განუცხადა ტუღუშმა ჟურნალისტებს.