მოსკოვში ცნობილი რუსი მსახიობი ლუდმილა გურჩენკო გარდაიცვალა.
მოსკოვის სამედიცინო წრეებში მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ.
ლუდმილა გურჩენკო 1935 წლის 12 ნოემბერს დაიბადა. თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში იგი 80 ფილშია გადაღებული.
პირველი აღიარება მას ელდარ რიაზანოვის „საკარნავალო ღამეში" შესრულებულმა როლმა მოუტანა.
იგი გადაღებულია ისეთ ფილმეში როგორებიცაა ალექსეი გერმანის „ოცი დღე ომის გარეშე", ანდრი მიხალკოვ- კანჩალოვსკის „სიბირიადა", ნიკიდა მიხალკოვის „ხუთი საღამო", ელდარ რიაზანოვის „ სადგური ორისთვის" და სხვ.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული აქვს მრავალი პრემია.