3-4 თვეში, საქართველოს მთავრობასა და MCC-ს შორის შეთანხმდება ის პროექტები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მეორე კომპაქტის ფარგლებში დააფინანასებს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა "საქათველოს ათასწლეულის ფონდის" ხუთწლიანი მოღვაწეობის შედეგების შეაჯემებისას განაცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.
გილაურის განცხადებით, ამ დროისათვის საქართველოს მთავრობა რამდენიმე პროექტს განიხილავს მათ შორისაა, ამერიკული უნივერისტეტისა და გოდერძის გზის მშენებლობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ბათუმთან დააკავშირებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,
ჯერჯერობით საბოლოო პროექტები შეთანხმებული არ არის.
"5 წლის წინ ბევრს არ სჯეროდა, რომ ის პროექტები განხორციელდებოდა, რომელიც "ათასწლეულის ფონდმა საქართველოში უკვე განახორციელა. 5 წლის წინ იყო დიდი კამათი თუ რომელი პროექტები უნდა წარგვედგინა ფონდისათვის. პირველ ეტაპზე აშშ-ის მთავრობამ საქართველოში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 295 ლნ დოლარი გამოყო, ხოლო 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ კიდევ 100 მლნ დოლარი. მინდა გითხრათ რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც "ათასწლეულის ფონდის" ფარგლებში გამოყოფლი თანხებით პროექტები ვადაში და პირველმა დაასრულა", - განაცხადა გილაურმა.
"საქართველოს ათასწლეულის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებით აშშ-სა და საქართველოს შორის მეორე კომპაქტის განხორციელება 2012 წლიდან დაიწყება და 5 წლის განმავლობაში ქვეყანას შეეძელება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სამეცნიერო პროექტები განახორციელოს.
"5-წლიანი მუშაობის პერიოდში ჩვენ პროექტები წარმატებულად განვახორციელეთ. პროგრამა შედგებოდა 5 პროექტისგან, საიდანაც სამი ინფრაქსტრუქტურული, ხოლო 2 აგრო და მცირე ბიზნესის განვითარებისკენ იყო მიმართული. მოხარული ვარ, რომ ყველა პროექტი ვადაში დასრულდა. ამის ხაზგასმა შეიძლება იმითაც, რომ აშშ-მა, საქართველოს მეორედ მისცა შანსი, რათა საქართველოს მთავრობამ დამატებითი დაფინანსება მიიღოს და აშშ-სა და სქართველოს მთავრობებს შორის მეორე კომპაქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.", _ განაცხადა აბდუშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს. „სასტუმრო თბილისი მარიოტში", საქართველოს ათასწლეულის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხუთწლიანი ხელშეკრულების - კომპაქტის - დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 5-წლიანი პროგრამის („კომპაქტი") ფარგლებში 2006-2011 წლებში აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი გახდა ძირითადი რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესების განვითარება-ხელშეწყობა სოფლად. პროგრამის ფარგლებში ხუთი პროექტი განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ეკონომიკური თვალსაზრისით მათი ინტეგრაციის (ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბაზრის მისაწვდომობა), საბაზისო მომსახურების საიმედოობის გაზრდისა და საწარმოთა განვითარების მიზნით კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით.
საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებია:
სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი:სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებულდა 220 კმ გზის მშენებლობა-აღდგენა, რამაც ხელი შეუწყო თბილისის ბარზრებზე მისაწვდომობის გაუმჯობესებას. ეს გზა რეგიონის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის როლს ასრულებს და თურქეთსა და სომხეთთან დამაკავშირებელ საზღვარს წარმოადგენს, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. რეაბილტაციის შემდეგ, თბილისიდან ახალქალაქამდე გავლას უკვე 2 საათი და 42 წუთი სჭირდება ნაცვლად 8 საათისა და 13 წუთისა.
აგრობიზნესის განვითარების პროექტი: აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 280 პროექტი დაფინანსდა, რამაც განაპირობა დაფინანსებული პროექტების კომერციული საქმიანობის გაუმჯობესება. 2011 წლის იანვრის მდგომარეობით, სოფლად 2,867 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, არაპირდაპირ სარგებელს კი ნედლეულის ჩაბარებითა და საცალო რეალიზაციით 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს. დღეისათვის, საწარმოთა ინფორმაციით, ანაზღაურება 3.2 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო კომპანიების შემოსავლები - 3 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი.
ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი:ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე 22 უბნის რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესებული იქნა მომსახურბეის მიწოდება რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე, უზრუნველყოფილი იქნა ენერგომომარაგების საიმედოობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის პროექტი:საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი არის 10-წლიანი საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. დღეისათვის, ფონდს განხორციელებული აქვს 27.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 12 მცირე და საშუალო ზომის საწარმოში, უმეტესწილად აგრობიზნესისა და ტურმიზმის სექტორებში, რომლის საფუძველზეც მიღებულია შემოსავალი 7.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული შემოსავლებიდან და ფონდის კაპიტალიდან 2011 წლის სექტემბერში, საინვესტიციო პერიოდის დასრულებამდე, დაფინანსდება კიდევ რამდენიმე პროექტი. ამონაგები კი მოხმარდება სასტიპენდიო ფონდის მხარდაჭერას ქართველო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებისთვის.
რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი:ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 50 მილიონი აშშ დოლარი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდა, რის შედეგადაც გაიზარდა წყალმომარაგების საიმედოობა და შემცირდა მოსახლეობისა და საწარმოების ხარჯები (საკუთარი ტუმბოების შეძენასა და მუშაოებაზე, თუ ჭების მოწყობაზე).