ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში უკიდურესი სიღატაკე 4-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო დებატების შემაჯამებელ გამოსვლაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა.
"400 ათას ყველაზე ღატაკ ადამიანს ვაძლევთ ფულად დახმარებას და სადაზღვევო ვაუჩერს. საქართველოში უკიდურესი სიღატაკე შემცირებიულია 4-ჯერ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში. გაეროს "უნისეფის" 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში უკიდურესად ღატაკი მოსახლეობის 8,9 პროცენტი იყო. იგივე ციფრი 2003 წელს 32-35 პროცენტს შეადგენდა", - აღნიშნა გილაურმა.
მან სადაზღვევო პროგრამების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სადაზღვევო პროგრამებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
"დაზღვეულთა რაოდენობა 1 მილიონ 500 ათასამდეა", - განმარტა პრემიერმა.