შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის საქართველოში ჩამოსვლა ერთი დღით გადაიდო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, შვედეთის საგარეო უწყების ხელძღვანელი თბილისში ხვალ, 31 მარტს ჩამოვა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბილდტის ვიზიტის განრიგის შეცვლა ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში შვედი დიპლომატი ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის კარლ ბილდს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიიღებენ. შეხვედრები გაიმართება საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებშიც.
მასალის გამოყენების პირობები