საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ურჩევს "უბირი დედაკაცების" როლს ნუ მოირგებენ. ამის შესახებ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა სამთავრობო დებატების დროს ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
"ბატონო გიორგი დიდი მადლობა მართლაც საინტერესო გამოსვლისთვის, თქვენ მოიტანეთ ძველთა ძველი ამბავი თალესისა და უბირი დედაკაცების და მთელ ამ ამბავში ჩვენ ხელისუფლებას თალესის როლი განგვისაზღვრეთ. არც ისეთი ამბიციურები ვართ, რომ ვფიქრობდეთ, რომ შემდეგი 25 საუკუნე კაცობრიობის აზროვნებაში უმნიშვნელოვანეს წვლილი შეგვაქვს და ამიტომ თალესის გადაჭარბებული კომპლიმენტი გამოგივიდათ ჩვენს მიმართ, მაგრამ მე გთხოვდით თქვენთვისაც ნუ განსაზღვრით უბირი დედაკაცების როლს", - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას გაბაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ოპონენტებს მოუწოდა, რომ უფრო კონკრეტული და უფრო საქმიანი კრიტიკით დაკავდნენ და აქვე აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი არ ჰქონია, რადგან "თქვან რასაც საყვედურობთ მთავრობას არ გაგაჩნიათ".
"ეს არის სტრატეგიული ხედვა ქვეყნის განვითარების, თქვენი მთელი სტრატეგია დაიყვანება მარტივ სველებზე - ნებისმერ მონაკვეთში გააკრიტიკოთ ყველაფერი რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს", - აღნიშნა გაბაშვილმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრი გიორგი თარგამაძის გამოსვლას გამოეხმარა და აღნიშნა, რომ არც ხელისუფლებას უნდა კორუმპირებული და ქურდების ხელში მყოფი ქვეყნა.
"მაგრამ, როდესაც ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებას ვიწყებდით, თქვენ დაკავებულები იყავით კანონებისთვის ხმა რომ არ მიგეცათ და მხარი დაგეჭირათ "ჯღანას რევოლუციისთვის", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ხალხი იყოს მათი თანამოაზრე.