ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი ვლადიმერ ლისინი უკვე მეორე წელია, ყველაზე მდიდარ რუსად სახელდება. მისი ქონება 23,3 მილიარდი დოლარია.
ლიდერთა ხუთეულში შედის "მეტალოინვესტის" მფლობელი ალიშერ უსმანოვი, "ონექსიმ" ჯგუფის ხელმძღვანელი მიხეილ პროხოროვი, АФК სისტემის დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკო და "სევერსტალის" ხელმძღვანელი ალექსეი მორდასოვი.
მდიდართა რეიტინგში ადგილის დაკარგვის მიხედვით, ლიდერობს ელენა ბატურინა, რომელიც თავისი მეუღლის გადაყენების შემდეგ 68-ე ადგილს იკავებს.
ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები მდიდარი რუსების 100 მონაწილიდან მხოლოდ 20 მათგანია წარმოშობით უკრაინელი, ყაზახი და ქართველი.
მასალის გამოყენების პირობები