სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე არეულობები სხვადასხვა ქვეყნების წამოწყებულია და მათ მიერვე იმართება.
მისი თქმით, სირია "მსოფლიო შეთქმულებების" ობიექტია.
"ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიო შეთქმულებას აქვს ადგილი. ქვეყანაში არეულობები სხვადასხვა ქვეყნებისგან იმართება. მე გავეცი ბრძანება, რომ სამხედროებმა არავითარი ზიანი არ მიაყენონ მოსახლეობას. ვწუხვარ შეტაკებების დროს დაღუპულთა გამო", - განაცხადა ასადიმ.
სირიაში ანტი-სახელისუფლებო საპროტესტო აქციები კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტები 50-წლიანი საგანგებო რეჟიმის გაუქმებასა და დემოკრატიული ცვლილებების გატარებას მოითხოვენ.