რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 15 % ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ვორობიევის მთებზე ეკოლოგიური ვითარების გამოსწორების მიზნით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ექსპერტთა შეფასებით, ეკოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, რუსეთის ტერიტორიის 15% კრიტიკულ სიტუაციაშია, უმოქმედობამ კი სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს", - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება იმ საწარმოებისთვის ჯარიმების გაზრდას აპირებს, რომლებიც ეკოლოგიურ კანონმდებლობას არ იცავენ და დადგენილ ნორმატივებს არღვევენ.
პუტინის თქმით, იმ საწარმოებისთვის, რომლებიც, პირიქით, აქტიურად დებენ თანხებს საწარმოთა მოდერნიზებისა და ტექნოლოგიათა ეკოლოგიური სისუფთავისათვის, შეღავათებს გაითვალისწინებენ.