19 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით აშშ-ის მიერ ლიბიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის ღირებულებამ 550 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ "ფრანც პრესი" იტყობინება.
პენტაგონის განმარტებით, ხარჯების 60% ფრთოსან რაკეტებსა და ბომბებზე მოდის, რომლებსაც მუამარ კადაფის არმიის ობიექტების დაბომბვისთვის იყენებენ. თანხის დანარჩენი ნაწილი კი მებრძოლთა დისლოკაციის ადგილის შეცვლასა და ფლოტისთვის ნავთობის შეძენას მოხმარდა.
პენტაგონის წარმომადგენელთა აზრით, სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, დანახარჯების ოდენობა უცნობია, თუნცა უახლოესი სამი კვირის განმავლობაში 40 მილიონ დოლარზე არანაკლები დაიხარჯება.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში იმასაც აკონკრეტებენ, რომ 199 რაკეტიდან, რომლებიც კოალიციის ძალებს დასჭირდათ, 192 აშშ-ის საკუთრებაა. ამასთან, თითოეული მათგანის გამოშვება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.
ამასთან, სამხედრო ოპერაციის დროს ცნობილი გახდა ლაზერული მოწყობილობის მქონე რაკეტების გამოყენების შესახებაც, რომელთა 602 რაკეტიდან 445 აშშ-ზე მოდის.