ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიტ კარზაის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ამერიკელმა სამხედროებმა გასულ წელს  "გართობის" მიზნით სამი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 
მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობა მე-5 ბრიგადის ხუთმა ჯარისკაცმა მიიღო. 
ეს კარზაის პირველი კომენტარია ფაქტის ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ. 
ფოტოებში ჯარისკაცები გვამებთან "პოზიორობენ". 
აღნიშნული ფოტოები ჟურნალებში - "როლინგ სტოუნ" და "დერ შპიგელში" გამოქვეყნდა. 
ჯარისკაცებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.